ახალ სასწავლო წელს დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სხვა სიახლეებთან ერთად გარემონტებული სააქტო დარბაზი დახვდათ.
აღნიშნული პროექტი „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. დარბაზში დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.
სასწავლო წლის დაწყება №2 საჯარო სკოლაშიც საზეიმოდ აღინიშნა. სკოლის ადმინისტრაციის თხოვნით კომპანიამ მათვის საჭირო ინვენტარი შეიძინა.
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა დაბა კაზრეთის სკოლებისათვის საჭირო სარეაბილიტაციო პროექტების მხარდაჭერას ყოველწლიურად ახორციელებს.
„დღეს მოვინახულეთ დაბა კაზრეთის №1 და №2 საჯარო სკოლები, კომპანია ,,არემჯის’’ ძალისხმევით ამ სკოლებში ჩატარდა სააქტო დარბაზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მივულოცეთ პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთად ზრუნავს დაბაში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა „არემჯის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.