წინანდალში სასტუმრო Radisson Collection Tsinandali Estate Georgia-ს გახსნის თარიღი უკვე ცნობილია.
როგორც „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, სასტუმრო 27 ოქტომბერს გაიხსნება და პირველ სტუმარსაც იმ დროიდან მიიღებს. 27 ოქტომბერსვე გაიხსნება 500-კაციანი დახურული დარბაზი.
„სატუმროს ექნება 141 ნომერი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, ბიბლიოთეკა, ღვინის ქარხანა, აუზი და ფიტნეს კლუბი“, - აცხადებენ „სილქ როუდ ჯგუფში“.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროდ მთლიანი ფართი 20 000 კვ.მ.-ია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ წინანდლის ტერიტორიის განახლება და კეთილმოწყობა ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით მოხდება. თბილისიდან წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმამდე 104 კმ-ია, რაც 1სთ. და 50წთ. მგზავრობას უდრის.
წინანდლის „რადისონი“ თბილისისა და ბათუმის შემდეგ „რადისონის“ ბრენდის მესამე სასტუმრო იქნება საქართველოში, კახეთისთვის კი პირველი ბრენდირებული მაღალი კლასის სასტუმრო.