საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის, ვ.ა-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მედიკამენტები (1332 შუშის ფლაკონი და 80 ამპულა) აღმოაჩინეს.
საქონლის ღირებულებამ 5978.4 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.