ეროვნული ბანკი და visa ბავშვებისთვის ფინანსურ განათლებაზე ღონისძიებას გამართავენ

ეროვნული ბანკი და visa 22 სექტემბერს „თბილისი მოლში“ ბავშვებისთვის ფინანსურ განათლებაზე ღონისძიებას გამართავენ.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ფინანსური განათლების საფუძვლები მარტივი და სახალისო გზით, ფინანსური საფეხბურთო თამაშის მეშვეობით ისიამოვნონ გასართობი ღონისძიებებით და მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები Visa-სა და საქართველოს ეროვნული ბანკისგან.

ღონისძიება, რომელიც დილით 10 საათიდან დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გასტანს, ტარდება საქართველოს ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ Visa და საქართველოს ეროვნული ბანკი.

ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2018 წელი გამოაცხადა „ფინანსური განათლების წლად“. ფინანსური ფეხბურთის თამაში წარმოადგენს ამ ინიციატივის ფარგლებში Visa-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს.