ევროკომისია დიდი ბრიტანეთისგან ორი თვის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტში 2,7 მილიარდი ევროს დაბრუნებას ითხოვს.
ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ევროკომისიამ გადაწყვიტა გადაუგზავნოს დიდ ბრიტანეთს ასეთი მოთხოვნა, ვინაიდან ლონდონმა ევროკავშირის ბიუჯეტში გადასახადები არ გადარიცხა, რომლებიც ჩინური საქონლის იმპორტისგან მიიღო, როგორც ამას ევროპული კანონმდებლობა მოითხოვს“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ 2011 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ოქტომბრამდე ევროპული ნორმების დარღვევამ ევროკავშირის ბიუჯეტს 2,7 მილიარდი ევრო დააკარგვინა.
„დიდმა ბრიტანეთმა ასევე დაარღვია ევროპული კანონმდებლობა დღგ-ს ნაწილში, რამაც ბიუჯეტის დანაკარგები პოტენციურად კიდევ უფრო გაზარდა“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.