საქართველოში დასაქმებული ქალები კაცებზე 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ

საქართველოში დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები.ამის შესახებ, CRRC-საქართველოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთითა და საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადებულ კვლევაში „საქართველოში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობისა და არაფორმალურ ეკონომიკაში მათი ჩართულობის მიზეზები და შედეგები“ არის აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, ქალები წლიურად 5 598 ლარს, ხოლო კაცები - 10 392 ლარს გამოიმუშავებენ. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქალთა დიდი ნაწილის თქმით, ისინი არ მუშაოებენ, სამსახური არ უძებნიათ ან არასაკმარისი ანაზღაურების გამო წამოვიდნენ სამსახურიდან.