აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად - გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია, - ამბობს სტივ ჯობსის პარტნიორი გაი კავასაკი.
გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გევრდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნეს სამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია, ექსტრემალური ბიზნეს მეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს. მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოგვიანებით მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი წარმატებული ბიზნესში. წიგნი - ”იდეიდან პირველ მილიოდამდე” ფაქტობრივად, პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნეს საქმიანობას ან უკვე დაწყებულის განვითარება სურს. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი გაი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნეს სამყაროში, როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი, როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად, როგორ შეარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი, როგორ მოიზიდოთ ინვესტორი და როგორ მართოთ კომპანია. გაეცანით ბიზნესის ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, შეისწავლეთ წარმატებული ბიზნესმენის გაი კავასაკის ბიზნეს სვლები, თამაშის ახალი წესები, ქეისები და გახდით ბაზრის მსხვილი მოთამაშე.