სურსათის შეძენა იმდენად ყოველდღიური აქტივობაა, რომ რთულად წარმოსადგენია, აქ ქვეყნების მიხედვით რაიმე განსხვავებულ გამოცდილებას წავაწყდეთ.იმის მიხედვით თუ სად როდის და როგორ უნდა შევიძინოთ სურსათი, სინამდვილეში განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის მყიდველების გამოცდილებას.
იტალიაში სურსათს, როგორც წესი, ადგილობრივ მაღაზიებში ყიდულობენ, თუმცა პროდუქტების შესაძენად ბაზობებიც საკმაოდ პოპულარულ ადგილებად ითვლება, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებაში.
Tripsavvy-ს მიხედვით, იტალიის სასურსათო მაღაზიებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა მყიდველის მიერ ხელზე ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანის გაკეთება იქამდე, სანამ ბოსტნეულისა და ხილის არჩევას შეუდგება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მყიდველმა შეძენილი პროდუქტი იქამდე უნდა აწონოს და შესაბამისი სტიკერით წარადგინოს სალაროსთან.
გარეთ მდებარე ბაზრობებზე არავინ ელის, რომ მომხმარებელი ხელთათმანს ჩაიცვამს, თუმცა, ამ შემთხვევაში მათ სთხოვენ სასურველ პროდუქტზე გამყიდველს მიუთითონ იმის ნაცვლად, რომ თავად აიღონ.
The German Way-ს თანახმად გერმანელების უმეტესობა სურსათს ძირითადად ისეთ ქსელურ მაღაზიებში ყიდულობს, როგორიც Lidle, Aldo, Kaufland და Edeka. ფასდაკლების მქონე სურსათის მაღაზიები აქ პოპულარულია, თუმცა მსგავს მაღაზიებში არჩევანი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქსელურ მაღაზიებში.
ბევრი სასურსათო მაღაზია მონეტის დეპოზიტის სისტემას იყენებს, იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ მომხმარებელმა საჭირო პროდუქციის შეძენის შემდეგ პროდუქტების ურიკა თავის ადგილას დააბრუნა. მსგავსი კალათის ასაღებად მაღაზიაში შესულმა მომხმარებელმა ერთი ევროს მონეტა უნდა ჩააგდოს მოწყობილობაში, რომელიც ურიკის აღების უფლებას მისცემს. მაღაზიიდან გასვლისას მომხმარებელი თავის მონეტას ურიკის ადგილზე დაბრუნების შემთხვევაში მიიღებს.
სასურსათო მაღაზიები გერმანიაში ასევე პოპულარულია ადგილია გადასამუშავებლად განკუთვნილი ერთჯერადი პოლიეთილენის ბოთლების დასაბრუნებლად. Pfand დეპოზიტის პროგრამის მიხედვით მომხმარებელს ყოველ დაბრუნებულ ბოთლზე 0,08 - დან 0,25 ევრომდე ერიცხებათ.
ზოგადად გერმანიაში სურსათის მაღაზიები შაბათს არ მუშაობს და როგორც წესი ისინი საღამოს 8 საათზე იკეტება, თუმცა უფრო პატარა ქალაქებში ისინი შესაძლოა უფრო ადრეც დაიკეტოს.
საფრანგეთში სურსათის მაღაზიებისა და სუპერმარკეტების საკმაოდ ფართო არჩევანია, მათ შორისაა ისეთი პოპულარული ქსელური მაღაზიები, როგორიც Monoprix, Carrefour, Netto, Auchan. კითხვის გაგრძელება