2018 წლის მე-2 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 103.5 ლარი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ხელფასი 844.4 ლარი; ხოლო მამაკაცის - 1 333.9 ლარი იყო.
„საქსტატის“ ცნობით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალი საფინანსო საქმიანობაში; ყველაზე დაბალი კი განათლების სფეროშია. კერძოდ, საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის მე-2 კვარტალში 2 403 ლარი; ხოლო განათლებაში - 595.4 ლარია.