„ბიუ-ბიუს“ ჯიხურების გადატანასთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლისა და დედაქლაქის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის შეხვედრა დღეს გაიმართა, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.როგორც „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, შემდეგი შეხვედრა ერთი კვირის ვადაში შედგება და ჯიხურების ბედიც გაირკვევა.
"ამ ეტაპზე შეთანხმება არ მომხდარა. შემდეგი შეხვედრა ერთი კვირის ვადაში გაიმართება და ვნახოთ, რა იქნება",- განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ, რომელიც დამატებით დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.
ცნობისთვის, თბილისის მერია კომპანია „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების გადატანისკენ მოუწოდებს, საუბარია 15 ლოკაციაზე. დედაქალქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ბიუ-ბიუს“ ხუთწლიანი იჯარის ვადა რამდენიმე თვის წინ ამოეწურა, თუმცა, კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა, რათა საწარმოო პროცესი არ შეეჩერებინა.
კომპანიის დამუძნებელი რევაზ ვაშაკიძე კი ჯიხურების ლოკაციის შენარჩუნებას ითხოვს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბიზნესმენმა “ბიუ-ბიუს” წარმოების პროცესი გააჩეროს.
ამის საპასუხოდ, მერიაში აცხადებენ, რომ კომპანის „ბიუ-ბიუმ“ დედაქალაქის მერიაში იჯარის გაგრძელება იმავე ადგილებში მოითხოვა, რაც ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მიზანშეზონილად არ მიიჩნია.
შესაბამისად, მერიის ინფორმაციით, კომპანიას მიეცა წინადადება ისეთი ალტერნატიული ადგილების მოძიების შესახებ, რომელზეც მუნიციპალიტეტს პრობლემა არ ექნება.
მოგვინებით დაანონსდა, რომ დედაქალაქის მერსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის შეხვედრა შედგებოდა, სადაც „ბიუ-ბიუს“ ჯიხურების ლოკაციაზე ისაუბრებდნენ.
ცნობისთვის: კომპანია „ბიუ-ბიუ“ 1000 ადამიანს ასაქმებს.