Apple-მა Shazam-ი იყიდა

კომპანია Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა სერვის Shazam-ის შესყიდვის დასრულების შესახებ. მოგეხსენებთ, Shazam-ი ეს არის მელოდიისა და გამოსახულების ამომცნობი აპლიკაცია.

„მუსიკისადმი და ინოვაციებისადმი დიდი სიყვარულით ჩვენ მოხარულები ვართ გავაერთიანოთ ჩვენი გუნდები, რათა მომხმარებლებს მეტი შესანიშნავი შესაძლებლობა მივცეთ, დატკბნენ მუსიკით“ - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელშიც მოყვანილია Apple Music-ის პასუხისმგებელი პირის ოლივერ შუსერის სიტყვები. მასში ასევე აღნიშნულია, რომ Shazam-ში ძალიან მალე არ იქნება რეკლამა.

შეგახსენებთ, 2017 წლის სექტემბერში Shazam-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი აპლიკაცია მომხმარებლებმა მილიარდზე მეტჯერ გადმოიწერეს. კომპანია Shazam Entertainment, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული სერვისი ბოლო წლებში წამგებიანი იყო. 2014 წლის შეფასებით მისი აქტიური მომხმარებლების რიცხვი 100 მილიონს აჭარბებდა, მაშინ როცა იმ მომენტისთვის ის 500 ათასზე მეტმა გადმოწერა.

კოკა კვირკველია