რა პრობლემებს აწყდებიან ცნობილ ქართულ კურორტებზე ტურისტები, რომლებსაც ხარისხიანი ღვინის შეძენა სურთ

სა­ქარ­თვე­ლო­ში კუ­რორ­ტებ­ზე ღვი­ნოს ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მარ­დნენ.თუმ­ცა, ცხა­დია, ამ მხრივ ზა­ფხუ­ლის კუ­რორ­ტე­ბი უნდა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ, რად­გან კარ­გად იცით, რომ ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე უმე­ტე­სად არაყს და ზო­გა­დად მა­გარ სას­მე­ლებს ენი­ჭე­ბათ უპი­რა­ტე­სო­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ცნო­ბილ ქარ­თულ კუ­რორ­ტებ­ზე ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს აქვთ თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ღვი­ნო უპ­რობ­ლე­მოდ და­ა­გე­მოვ­ნონ. ჩვენ ამ­ჯე­რად მი­მო­ვი­ხი­ლავთ მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ქარ­თულ კუ­რორ­ტებს, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ სი­ტუ­ა­ცია ზო­გა­დად მთელს ქვე­ყა­ნა­ში იდენ­ტუ­რია.

და­ვი­წყოთ იმით, რომ ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი დიდი კუ­რორ­ტია, სა­დაც ღვი­ნის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხის, ფა­სი­სა და სტი­ლის ღვი­ნის შე­ძე­ნა უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლი­ათ. ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა მხა­რე­ებ­ში, ბა­თუმ­შიც ჭირს ე.წ. ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნის შოვ­ნა. ასეა თუ ისე, თბი­ლი­სის შემ­დეგ ბა­თუ­მი ის ად­გი­ლია, სადა მონ­დო­მე­ბუ­ლი კაცი ყვე­ლა­ნა­ირ ღვი­ნოს იშო­ვის.

შე­და­რე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა შავი ზღვის სხვა კუ­რორ­ტებ­ზე - ქო­ბუ­ლეთ­ში, ჩაქვში, გო­ნი­ო­ში, ურეკ­ში თუ შეკ­ვე­თილ­ში. ყვე­ლა ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ და­სახ­ლე­ბა­ში არის ცნო­ბი­ლი მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლე­ბი, სა­დაც სტან­დარ­ტუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტის ღვი­ნო­ე­ბის შე­ძე­ნა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სკლუ­ზი­ურ, გა­მორ­ჩე­ულ და თუნ­დაც ად­გი­ლობ­რივ ხა­რის­ხო­ვან ღვი­ნო­ებს - ამ კუ­თხით მდგო­მა­რე­ო­ბა დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა იმის­გან, რაც მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში იყო. გან­გრძეთ კი­თხვა