"ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მტკივნეული იქნება აგრო სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის"

"ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მტკივნეული იქნება აგრო სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის",-ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი"  ნინო  ზაბახიძის  პოსტს  უცვლელად  გთავაზობთ:

"ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია მტკივნეული იქნება აგრო სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის, მესმის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ სანამ ესეთი რეგულაციები დაწესდება ხომ შეიძლება მეტი კომუნიკაცია არსებობდეს ხალხთან? მაგალითად აგრო სექტორში თვითდასაქმებულები გათავისუფლებული არიან 200 000 -მდე საშემოსავლოთი, ანუ მათი რეალიზების არეალი უმეტეს წილად არის აგრარული ბაზარი, სადაც მათ ნაღდი ანგარიშსწორებით უფიქსირდებათ თანხა და არა - ჩარიცხვით, მათ ძალიან გაუჭირდებათ იმის დადასტურება, რომ მათ აქვთ შემოსავალი ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათ აღარ მიეცემათ სესხი საფინანსო ინსტიტუტებიდან ნებისმიერი სამომხმარებლო ნივთის შესაძენათაც კი. მეტიი კომუნიკაციაა ხალხთან საჭირო მეტიიი!",- წერს  ნინო  ზამბახიძე.