იმ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის გამო, როგორსაც მსოფლიო ვაჭრობაში ჩინეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა ატარებს, აუცილებელია დადგეს ცვლილებების დრო.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მსოფლიო სავაჭრო სისტემა საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს. ვაშინგტონი ცდილობს თავი დააღწიოს იმ დეფიციტს, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდა სხვა ქვეყნებთან ვაჭრობისას“ - განაცხადა მან.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ამიერიდან არავის მისცემს უფლებას მისი მოქალაქეები აღმოჩნდნენ წამგებიან მდგომარობაში და არავის მოუხდის ბოდიშს იმის გამო, რომ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს.
როგორც ცნობილია, აშშ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში არსებული დეფიციტით უკმაყოფილოა და სწორედ ამის გამო აწესებს საბაჟო ტარიფებს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე. ბოლოს ახალი ტარიფები 24 სექტემბერს ამოქმედდა, რომელიც 200 მილიარდის დასახელების ჩინურ პროდუქციაზე 10%-ის ოდენობით გაიზარდა, ეს ტარიფები კი პირველი იანვრიდან 25%-მდე გაიზრდება. დონალდ ტრამპის განცხადებითვე, თუ ჩინეთი არ შეცვლის მიდგომებს, მას დამატებით 267 მილიარდის ოდენობის პროდუქტზე დაუწესდება საბაჟო ტარიფები.
კოკა კვირკველია