აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მიიღო გადაწყევტილება შემზღუდავი ზომები დაუწესოს 12 რუსულ კომპანიას, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, ამერიკის ნაციონალური ინტერესების საზიანოდ მოქმედებენ.აღნიშნული შინაარსის განცხადება ფედერალურ რეესტრში უკვე გამოქვეყნდა, თუმცა რესტრუქციების ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია.
შავ სიაში მოხვდნენ : "Аэрокомпозит","Авиадвигатель" ,"Дайвтехносервис", სამეცნიერო კვლევითი კომპანიები "Гамма", "Технология", "Океанос", "Системы прецизионного приборостроения" , "Вега"და „Вектор", ასევე კომპანიები Nilco Group, "Инфотекс", და "Сайрус Системс". ყველა ამ კომპანიისთვის უკვე იმოქმედებს ე.წ. პრეზუმცია ექსპორტის აკრძალვაზე და ამერიკული წარმოების ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამოყენებაზე.
ვაშინგტონის აზრით, ეს კომპანიები და ასევე მათთან დაკავშირებული ბელორუსსა და ირანში მოქმედი ფილიალები ეწინააღმდეგებიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და შიდა პოლიტიკურ ინტერესებს.
კოკა კვირკველია