ჰაერის დაბინძურების დიდი წილი მოდის მოძველებულ ავტომობილებზე, მათ დიდი რაოდენობასა და ჭარბ და ქაოსურ მოძრაობაზე,- ამის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებების აღმოსაფხვრელად კომპლექსურად უნდა მოხდეს საკითხის განხილვა.
"მნიშვნელოვანია ტექინსპექტირების რეფორმა, რომელიც უკვე მიმდინარეობს, განხორციელდეს ეფექტურად. დღეს, ავტომობილების ნაწილი ტექინსპექტირებას ვერ გადის, რადგან ვერ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის ნორმებს. დღეს გამონაბოლქვის ცალკე შემოწმება არ მიმდინარეობს. ნულის ტოლია ჯარიმები, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი ამის საშუალებას იძლევა.
საპარლამენტო ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს ძველი და ეკოლოგიურად დამაზიანებელი ავტომობილების შემოდინება. უნდა შეიზღუდოს აზბესტის მასალის გამოყენება. უნდა შეიზღუდოს ვადაგასული საბურავები, რომლებსაც ე.წ. მეორად ავტომობილებს ვეძახით", - განაცხადა ლალიაშვილმა.