Airbnb ბინების გამქირავებლებს კომპანიის აქციებს სთავაზობს

ხელმისაწვდომ ტურისტულ სერვისზე ორიენტირებული კომპნია Airbnb აქციონირებას გეგმავს, რისთვისაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბაზრების მარეგულირებელ კომისიას (SEC) მიმართა.სააქციო ბაზარზე გამოსვლის გარდა, კომპანიას სხვა გეგმებიც აქვს - სურს, რომ საკუთარი აქციების ნაწილი მათ გაუნაწილოს, ვინც ვებგვერდზე საცხოვრებლებს აქირავებს.

ამ ინფორმაციას, გამოცემა „აქსიოს“ ავრცელებს, რომელმაც მარეგულირებელი კომისიისადმი Airbnb-მიმართვის ტექსტი მოიპოვა, რომლითაც აქციონირების რეგლამენტის ერთ-ერთი პუნქტის შეცვლას ითხოვს. საუბარია, პუნქტ 701-ზე, რომელიც სააქციო კაპიტალის ფლობის წესებს არეგულირებს.

წერილში ნათქვამია, რომ Airbnb მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ საარენდო საცხოვრებლების მიმწოდებლები წარმატებულად იმუშავებენ. სავარაუდოდ, კომპანია პირველად აქციონირებას მომავალ წელს განახორციელებს. და თუ დასახელებული წესის შეცვლაზე, SEC-სგან დადებით პასუხს მიიღებს, მაშინ გამქირავებლები Airbnb-ს ბიზნესის მოწილეები გახდებიან, იმ ბიზნესის, რომელიც 31 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.