1-ელი იანვრიდან დღემდე ტექდათვალიერება 60 000-მა ავტომობილმა გაიარა, 20 000-მა კი ვერა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან დღემდე ტექდათვალიერება 60 000-მა ავტომობილმა გაიარა, 20 000-მა კი ვერა.იორდანიშვილის განცხადებით, ამ 20 000-დან განმეორებით ტექდათვალიერებაზე გამოცხადდა 13 000, ხოლო 7 000 შესაძლოა, კვლავ აგრძელებს მოძრაობას.

"1-ელი იანვრიდან დღემდე ინსპექტირებულია 80 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება. დღეს მოქმედებს 40 ორგანიზაცია, რომლებიც უშუალოდ ატარებენ ინსპექტირებას და 89 ხაზი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც აღჭურვილნი არიან მაღალტექნოლოგიური გამზომი ხელსაწყოებით. ამ 80 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ინსპექტირება გაიარა 60 000-მა, ხოლო ვერ გაიარა 20 000-მა. ამ 20 000-დან განმეორებით ინსპექტირებაზე მივიდა 13 000 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ანუ, 7 000 ავტომობილი დიდი ალბათობით, დადის ისევ გზაზე. აი, ეს არის ზუსტად აღსრულების პრობლემა, როდესაც ექვემდებარებიან ადმინისტრირებას", - განაცხადა იორდანიშვილმა.