„ჭარბვალიანობაში საბანკო სექტორის წვლილი არის ძალიან მცირე", - ამის შესახებ „პალიტრანიუსთან" საუბრისას „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ განაცხადა.
„ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად აქამდეც ვდებდით ინვესტიციებს. შესაბამისად, ვთვლით, რომ ამ კუთხით ჩვენი წვლილი ძალიან მცირეა", - აღნიშნა ცაავამ.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკთან რეგულაციებზე მოლაპარაკებები გრძელდება. დავით ცაავა აცხადებს, რომ საბანკო სექტორს ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ამ საკითხზე სებ-თან მუშაობა გრძელდება.
„დღესაც მიმდინარეობს ცალკეული კონსულტაციები რეგულაციების საბოლოო სახის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ცაავამ.
ქრისტინე გამთენაძე