როგორ შეიცვალა ფასები რძესა და რძის პროდუქტებზე

GeorgianDairy.org-ის მიერ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, კონკრეტული რძის პროდუქტების საცალო ფასები წელს სტაბილურობით გამოირჩევიან, თუმცა შარშანდელ სექტემბერთან შედარებით რამდენიმე პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

რაც შეეხება ფასების ცვლილებას წლიურ ჭრილში, რძის საშუალო ფასების ცვალებადობა 3%-ის ფარგლებშია და ცალსახად გაძვირებაზე ან გაიაფებაზე საუბარი ძნელია. მაწონის შემთხვევაში - ყველაზე დიდი ცვლილება მილკომ განიცადა: -9%; რაც სავარაუდოდ კონკურენციის დამსახურებაა: 2017 წლის სექტემბრში მილკოს საშუალო ფასი სოფლის ნობათისა და სანტესას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ასევე გაიაფდა სანტინო და ამით სხვა მაწვნებთან ფასების სხვაობა შეამცირა.

მონიტორინგის შედეგებით, მნიშვნელოვნად გაძვირდა კარაქი. ყველაზე დიდი მატება სანტინოზე მოხდა და 1 წელიწადში საშუალო ფასი 14%-ით გაიზარდა, მაგრამ მისი ღირებულება ასევე (9%-ით) გაძვირებული პრეზიდენტისას მაინც მნიშვნელოვნად, დაახლოებით 1 ლარით, ჩამორჩება. კარაქებთან ერთად შეინიშნება სპრედის გაძვირებაც.

bpn