1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6165 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6199 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0652 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0794 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.