საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -23.2 მლრდ აშშ დოლარი (-56.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -144.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 594.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.
2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.4 მლრდ აშშ დოლარია (23.0 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 203.0 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.6 მლრდ აშშ დოლარი (79.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 797.6 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.