რა ვითარებაა და რამ გამოიწვია იუსტიციის სახლში რიგები (+ვიდეო)

იუსტიციის სახლში მოქალაქეთა გრძელი რიგი დგას.აღნიშნული რიგები კი 1-ლი ოქტომბრიდან ასამოქმედებელ ორ ცვლილებას უკავშირდება. კერძოდ, საუბარია ტაქსებისა და კომპანიათა ნაწილის რეგისტრაციის ვალდებულებაზე.

შეგახსენებთ, რომ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს 1-ელ ოქტომბრამდე აქვთ ვადა, რომ მათი საქმიანობის პროფილი რეესტრში დააფიქსირონ. საუბარია, დაახლოებით 50 ათასამდე კომპანიაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, საწარმოები 1-ლი ოქტომბრიდან 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება ტაქსებს, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის დირექტორის განცხადებით, ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლის კარი დღეს 18:00 საათზე არ დაიკეტება და უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებს.