გიორგი კვირიკაშვილი სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ს ხელმძღვანელობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ს ხელმძღვანელობას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობასა და ეკონომიკური განვითარების ოთხწლიან გეგმაზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სარეიტინგო სააგენტო Moody’s საკრედიტო რეიტინგების მინიჭების, კვლევისა და რისკების ანალიზის მიმართულებით მუშაობს. სააგენტოში მსოფლიოს 26 ქვეყნის მასშტაბით 4500 ადამიანია დასაქმებული.