ემუქრება თუ არა ბილაინს ბაზრიდან გაძევება არაკონკურენტუნარიანობის გამო

წყარო: info9.ge

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გაფრთხილება თუ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაცია?!

შპს "ვიონი საქართველომ" (ბილაინი) კომისიის მიერ მოთხოვნილი დაზუსტებული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის 29 მაისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17). კომისიაში წარმოდგენილი ე.წ. „Freevolution“-ის საცალო პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში აბონენტებისთვის გაწეული მობილური ხმოვანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ვერ ფარავდა ამ მომსახურებისთვის გაწეულ დანახარჯებს - ამას კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ.

აღმოჩნდა, რომ კომპანია ბილაინის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ე.წ. რევოლუციური ტარიფების პაკეტი Freevolution -ი კომპანია ბილაინისთვის ფინანსური თვალსაზრისით კატასტროფა იყო. კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილ ანგარიშში ირკვევა, რომ ბილაინის დანახარჯი აღნიშნულ მომსახურებაზე ექვს თვეში გახლდათ 6 250 000 ლარი, შემოსავალი კი 1 397 000 ლარი, სხვაობამ 4 853 000 ლარი შეადგინა..

2010 წლის 21 მაისის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით კი "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე", - ეს ვიდრე ანტიდემპინგური კანონის შესახებ კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტროს თაროზეა შემოდებული.

ზემოთ ნათქვამი კომპანია "ბილაინის" წამგებიანი საქმიანობის მცირე მაგალითია, პირად საუბრებში კომპანიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ჩადებული ინვესტიციის ამოღება ფანსტასტიკის სფეროდანაა და თავად ბიზნესის რეგისტრირებული სახელწოდება ვ ი ო ნ ი (VEON) საკუთარი შინაარსით ე.წ.ლაბორატორიას ნიშნავს, რაც არსებული საქმიანობის უფრო მეცნიერულ ჭრილში განხილვის საშუალებას იძლევა. ამ ტიპის ორგანიზაციებს კი ინვესტიცია ეკრძალებათ და მხოლოდ ახალი ტექონოლოგიების დანერგვის საშუალება ან სხვა მეცნიერული ცდების ჩატრების უფლება აქვთ. ბილაინის მენეჯმენტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო რამდენიმე თვის წინ და განაცხადა, რომ ისინი ჩვეულებრივად განვითარდებიან, თუმცა ბიზნესის რეგისტრირებული სახელი სხვა შინაარსს ატარებს და ბილაინის მენეჯმენტი არ ამბობს, რომ ვიონის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით სახელის შეცვლა სწორედ ბიზნესის სტრატეგიის შეცვლას უკავშირდება და საინვესტიციო თვალსაზრისით ის გადადის ე.წ. ლაით საინვეტიციო პოლიტიკაზე (light assets business model) რაც თავის თავში რეალურად მსხვილი აქტივების არქონას გულისხმობს. ეს კი საინვესტიციო ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას ნიშნავს. როგორც წესი მსხვილი კომპანიები ამ პროცესს მაშინ მიმართავენ, როდესაც ბიზნესი წამგებიანი თუმცა ლოკაცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. რატომ შეიძლება რუსული ვიმპელკომისთვის იგივე ვიონისთვის საქართველო იყოს სტრატეგიულად მნიშნვნელოვანი?!

სილქნეტის და ჯეოსელის შერწყმამ ცხადყო მარეგულირებელი კომისიის რამდენიმე თვის წინანდელი განცხადების - ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზრის გაძლიერების შესახებ დაწყების გარდაუვალი პროცესი. მაშინვე კომისიის თავმჯდომარემ ბილაინს კომპანიაში ინვესტირებისკენ მოუწოდა: "ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ "ბილაინსაც" და ყველა კომპანიას დავიცავთ არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან, რომ ინვესტიცია არ განახორციელონ ამ დარგში. მოვუწოდებთ "ბილაინს" გააქტიურებისკენ, რადგან გვინდა, რომ ამ ბაზარზე მესამე სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდოს. "ბილაინმაც" უნდა მოახერხოს გაზრდა და ფიქსირებულ ბაზარზე შესვლა, ჩვენ ამაში მაქსიმალურად დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, თუ "ბილაინი" ინვესტიციას არ გააკეთებს, კონკურენციაში არ შევა და არ იზრუნებს განვითარებაზე, საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, დაკარგავს ბაზრის წილს და თუ ხელს არ გაანძრევს, წააგებს კონკურენციაში.– განაცხადა კახა ბექაურმა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადების მიუხედავად აშკარაა, რომ ვიონის ბიზნეს სტრატეგიაში არ შედის საქართველოს ხაზით საინვესტიციო პოლიტიკის გააქტიურება, მაგრამ ფაქტია, რომ მას არც ბაზრის დათმობა სურს, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირების უფლება კომპანიამ 15 მილიონ დოლარად მოიპოვა, (აფხაზეთის ტერიტორიაზე ა-მობაილის სახელით ოპერირებდა იხ. სტატია სათაურით ელიტარული კორუფცია ბილაინის ირგვლივ - "ინფო9"-ის გამოძიების პირველი სერია info9.ge ) რამაც ჯერ კიდევ მაშინ კახა ბენდუქიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღემ პირად კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი დასახელდა თუმცა, წყარო, რომელიც მალე სხვა დეტალების გასაჯაროებასაც გვპირდება, ამბობს, რომ ქიტოშვილს გადაწყვეტილების მიღებაში სააკაშვილის მაშინდელი "ერთერთი საყრდენი" დაეხმარა.

იყო თუ არა საყრდენი რუსული ვიმპელკომის ტექნიკური შესაძლებლობები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ოკუპანტი ქვეყნისთვის? ამ შეკითხაზე პასუხის გაცემა გამოძიების პრეროგატივაა, თუმცა ფაქტია, რომ წამგებიანი ბიზნესის ქვეყნის ტერიტორიაზე შენარჩუნების ისტერიკა სამართლიანად წარმოშობს შეკითხვის დასმის უფლებას, რომელზეც პასუხების გაცემა სხვათა შორის ბილაინში არ ისურვეს, სწორედ ამიტომ მოგვიხდა შეკითხვების გაგზავნა როგორც სათაო ოფისში, ასევე ამერიკელ კოლეგებთან.

ვინ და როგორ იყენებდა ბილაინის ტექნიკურ მონაცემებს?

როგორია კომპანიის ბოლო სამი წლის ფინანსური მაჩვენებლები?

რატომ ედავებიან ბილაინს სუბსიდირებული ფასების დაწესებაში?

რასთან გვაქვს საქმე ლაბორატორიასთან თუ სრულფასოვან სერვისთან?

ვინ, როდის და სად აიღო 15 მილიონი? რას იტყვის გამოძიება?

იგეგმება თუ არა ბილაინის ბაზრიდან გაძევება არაკონკურენტუნარიანობის გამო?

ვინ უმზადებს ვიმპელკომს უზბეკეთის ქართულ ანალოგს?

სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხებს შემოგთავაზებთ ინფო 9 -ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ ნაწილში.

წყარო: info9.ge

NS