თბილისის საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 171 100 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კვლევის მიზანია, თბილისში არსებული და ახალი სამიზნე ეკონომიკური სექტორების/საქმიანობების საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა.
კვლევის შედეგად უნდა გამოვლინდეს იმ სექტორების ჩამონათვალი, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გააჩნია საინვესტიციო მიმზიდველობა და შესაბამისად, მოხდება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება.