ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7; ვაკის სერვის ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა N10ა; გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ; ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1; დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2; სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა; მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48; ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა); საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29; ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ.

ტაქსების რეგისტრაცია 1-ელი აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.

აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1-ელი ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.