Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი მარეგულირებელი ორგანოს შეთავაზებას დათანხმდა.ის ჯარიმის სახით 20 მილიონ დოლარს გადაიხდის და თანაც, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
გავრცელებული განცხადების თანახმად, მასკი ჯერ რჩება თანამდებობაზე, მაგრამ ის უნდა დატოვოს 45 დღის განმავლობაში. ამავე განცხადების მიხედვით, მასკს სამი წლით აეკრძალება იგივე თანამდებობის დაკავება. ის მარეგულირებლის პირობებს ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე დათანხმდა.
ასევე საგულისხმოა, რომ მასკის გარდა 20 მილიონის გადახდა თავად კომპანიასაც მოუწევს.
„აღნიშნული 40 მილიონი დოლარი მეიმართება ინვესტორებისკენ, რომლებმაც მასკის განცხადების გამო ზიანი მიადგათ“ -
წერია მარეგულირებლის განცხადებაში.
კომპანია ასევე დათანხმდა ორი დამუკიდებელი პირის შეყვანაზე დირექტორთა საბჭოში, რომლებიც ადგილზე დააკვირდებიან არსებულ სიტუაციას , ვინაიდან ცნობილია, რომ ილონ მასკი დირექტორთა საბჭოში დარჩება.
შეგახსენებთ, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. საჩივრის მიზეზი გახდა მასკის მიერ გაკეთებული განცხადება კომპანიის აქციების სრულად ამოსყიდვაზე და მის დახურულ კომპანიად გადაკეთებაზე. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ამ განცხადებებმა აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია.