ხვალ იწურება ვადა, როცა საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, თანდართული მასალებით პარლამენტში უნდა იყოს არა უგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა.
რეგლამენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში იწყება და გამოთქმული შენიშვნებითა და დასკვნებით, არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას უკან უბრუნდება.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს. ამის შემდეგ განხილვის პროცესი პლენარული სხდომების ფორმატში გაგრძელდება.
პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს.