2017 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% - მცირე ბიზნესზე.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5,2%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 8046,4 მლნ ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი).