საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ვერცხლის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 3,214.28 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები საიუველირო ნაკეთობებისთვის (საერთო წონა 3კგ.) აღმოაჩინეს.
უწყების ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3214.28 ლარის ოდენობით შეეფარდა.