სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 81.4 ლარით გაიზარდა.
კერძოდ, წინა წელს საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 019,7 ლარს გაუტოლდა.
მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით 48 ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 195.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 196.9 ლარი, მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.
ცნობისთვის, გასულ წელს 2016 წელთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა.