2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი მომავალ წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება.აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტშიც ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,5-ის ნიშნულზეა.
პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 19.715 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 15.315 მლრდ ლარის ოდენობით იქნება, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 4 მლრდ-ს.
ამასთან, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 1,230 მლრდ ლარი, საიდანაც 890 მლნ ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 340 მლნ ლარი - პროცენტის თანხას.
ამასთან, როგორც პროექტში ვკითხულობთ, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით.
ელზა წიკლაური