ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად შემოსავლების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტეს

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ბათუმში, შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას ამ დრომდე განაგრძობენ.მძღოლებმა პროტესტის ნიშნად შემოსავლების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტეს და ავტომობილებს არ ატარებენ.

შეკრებილები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლობასთან შეხვედრას ითხოვენ და განმარტავენ, რომ ბოლო ორი თვეა თურქეთის მიმართულებით საერთაშირისო გადაზიდვებს ვერ ახორციელებენ. მათივე თქმით, თურქეთში გადასასვლელად სპეციალური დოკუმენტაცია სჭირდებათ, რომელსაც თურქული მხარე აღარ გასცემს. მძღოლების თქმით, თურქულ სატვირთო ავტომობილებს მსგავსი პრობლემა საქართველოში არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას ორი თვის განმავლობაში სისტემატურად მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ.