Start in Georgia - ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად და ჩემი სტარტაპისთვის!

13 ოქტომბერს Expo Georgia-ში წელს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგამოფენო ღონისძიება - Start in Georgia, მეწარმეებისთვის და ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის.

აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანია მეწარმეებს, სტარტაპერებს და ბიზნესის დაწყების მსურველებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გავზარდოთ მეწარმეობის სურვილი და წვლილი შევიტანოთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

გამოფენა უპრეცენდენტოა, რადგან ერთ სივრცეში არის შესაძლებელი ბიზნესის დამწყებმა და სტარტაპერმა გადაჭრას ყველა გამოწვევა, რომელიც სწორი სტარტის აღებას უწყობს ხელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით 2014 წლიდან 2016 წლის საშუალო მონაცემებით 37 278 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო იგივე წლების საშუალო მონაცემებით, 23 436 საწარმოს გაუქმება მოხდა. ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მეწარმეების მიერ დასაწყისშივე მოხდეს სწორი სტარტის აღება, რაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შარშანდელი ღონისძიებისგან განსხვავებით წელს ვიზიტორების გაორმაგებულ რაოდენობას, 10 000 ვიზიტორს ველოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია, რომლებსაც ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ უკვე არსებული, დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის.

ივენთს დაესწრებიან ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები, ბიზნეს საკონსულტაციო, იურიდიული და მარკეტინგული კომპანიები. შეხვედრაზე საუბარი იქნება დაფინანსების პროგრამებზე, სახელმწიფო პროგრამებზე და ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროგრამებსა/პროექტებზე და სერვისებზე.

ღონისძიების სპონსორია კომპანია ,,დირსი’’, რომელიც სრულიად ახალი პროდუქტით შემოდის ბაზარზე და სპეციალურად მეწარმეებისთვის ქმნის სივრცეებს, მათზე მორგებული პირობებით.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ძალიან ბევრი სიახლე ელოდებათ, საინტერესო სპიკერები ძალიან საინტერესო თემებით მზად არიან გამოცდილების გაზიარებისთვის.

გამოფენის შედეგად, ყველა მომავალი და უკვე არსებული მეწარმე უფრო მეტად ინფორმირებული, მომზადებული და მოტივირებული იქნება იმისათვის, რომ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/StartInGeorgia/

ივენთის ბმული: https://www.facebook.com/events/2168120846799086/