საუდის არაბეთი მზის ენერგიის განვითარებაში 200 მილიარდ დოლარს მიიღებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება მზის ენერგეტიკაში 200 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ როგორც სააგენტო Maghreb Arabe Presse იუწყება, მარაკეშში მიმდინარე XI არაბულ კონფერენციაზე, საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, აბდურ რაჰმან ბენ მუჰამედ აბდულ კარიმმა განაცხადა.

აბდულ კარიმმა ფორუმის დელეგატებს წარმოუდგინა საუდის არაბეთის ენერგეტიკული სტრატეგია 2020-2030 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს უფრო განვითარებულ ნავთობმრეწველობას.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ სამეფო მოახდენს 200 მილიარდის ინვესტირებას მზის ენერგეტიკის სისტემაში, რომლის სიმძლავრემ 2030 წლისთვის 200 გეგავატი უნდა შეადგინოს. „ეს შექმნის 100 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს და შეამცირებს ელექტროენერგიის მისაღებად საჭირო დანახარჯებს“, - დასძინა მან.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ არაბი მინისტრები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ენერგეტიკულ სექტორზე არიან პასუხიმსგებლები. ასევე მონაწილეობდნენ არაბული ლიგის წევრი ქვეყნების ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ნავთობის დარგის ექსპერტები.

კოკა კვირკველია