ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო - რა ხარვეზები ფიქსირდება და სად შეუძლიათ მძღოლებს სრული ინფორმაციის მიღება?

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი დაიწყო.ტექინსპექტირებას ფიზიკური პირების საკუთარებაში არსებული მსუბუქი კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია.

ავტომობილთა ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის დირექტორის განცხადებით, ტექინსპექტირების ცენტრებში ავტომფლობელთა მხრიდან მომართვიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ვაჟა იორდანაშვილის თქმით, ძირითადი ხარვეზი, რაც ინსპექტირების დროს ფიქსირდება - სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა და გამონაბოლქვია.

მსუბუქი ავტომობილის ინსპექტირების ღირებულება სამოცი ლარია. 2 018 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 82,176 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მათ შორის, 60 364 გამართული იყო, 19,582 კი დახარვეზდა.

წყარო: PALITRANEWS.GE