ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად საქართველოს მთავრობა EBRD-თან მოლაპარაკებებს იწყებს.როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე სესხის თანხა ზუსტდება.
"ე წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ნაწილი იმუშავებს ბუნებრივ აირზე, ნაწილი კი იქნება ელექტრო. დღეს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მოლაპარაკებებს EBRD-თან, რათა გამოიყოს სესხი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენაზე. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ დონორთან ელექტროავტობუსების შეძენაზე. ამ ეტაპზე ზუსტდება სესხის რაოდენობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.