ესპანეთის ქალაქ კადისში პირველი სამგზავრო ზესწრაფი სატრანსპორტო საშუალება წარადგინეს, რომელიც Hyperloop ტექნოლოგიითა შექმნილი და რომელსაც Quintero One ეწოდა.
ესპანური მედიის ცნობით, კაფსულა, რომლის სიგრძეც 32 მეტრია და 5 ტონას იწონის, შექმნილია Carbures საწარმოში. მას 30-40 მგზავრის გადაყვანა შეუძლია 1000კმ/სთ სიჩქარით. ქარხნის ინჟინრებმა განაცხადეს, რომ სიახლის შექმნაზე 21 ათასი საათი იმუშავეს.
სამგზავრო კაფსულის გადატანა ტულუზაში იგეგმება, სადაც მის მაკომპლექტებლებზე მუშაობა უნდა დასრულდეს, ხოლო ხუთ წელიწადში Quintero One უკვე დაიწყებს მგზავრების გადაყვანას.
Hyperloop - ეს არის ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ მილს ჰაერის დაბალი წნევით, რომელიც უზრუნველყოფს მატარებლის უსწრაფეს გადაადგილებას ამ მილის საშუალებით და ავითარებს მაქსიმალურ 1200 კმ/სთ სიჩქარეს. კომპანიას უკვე აქვს თანხმობა პროექტის მშენებლობაზე და პროექტირებაზე ისეთი ქვეყნებისგან როგორებიცაა საფრანგეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, უნგრეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თუმცა Hyperloop ამ დრომდე არსად არ არის რეალიზებული.
კოკა კვირკველია