"საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნება ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასები, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნება ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს.

მისივე შეფასებით, ეს არის ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„შეთანხმება მიღწეულია - საქართველოს ექნება ბიზნეს დავების სანდო და სწრაფი გადაწყვეტის მექანიზმი - საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი. ეს ნიშნავს მეტ ბიზნესს, მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილს.

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. მემორანდუმს ხელი 20 დეკემბერს, პარიზში მოეწერება.

ეს არის მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო კიდევ უფრო მეტად ხდება ჩვენი ქვეყნის უპირატესობა“, - აცხადებს თალაკვაძე.