პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, საქართველოში ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება.
“საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება პარლამენტს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააცნო.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანი ავტობუსის და ელექტროძრავიანი მიკროავტობუსის მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან - იმპორტისა და აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, მოხდება მისი დღგ-სგან გათავისუფლება.