„ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ გადაიხადოს, აქედან გამომდინარე დგამს სპექტაკლს"

ოქუაშვილს გადასახდელი აქვს ბიუჯეტში 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ფული არ გადაიხადოს, აქედან გამომდინარე დგამს სპექტაკლს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება დასკვნების გაკეთება რომელიმე მხარის განცხადებაზე დაყრდნობით და აუცილებელია გამოძიება. „მეორეა, რა ხდება სინამდვილეში, არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი იმით, რომ რაღაც ჩანაწერი გავრცელდება, რომელზეც მერე ექსპერტიზა იტყვის, რომ ყალბია და მონტაჟია. არც ლევან ყიფიანის განცხადებით შეიძლება დასკვნები გამოვიტანოთ. ეს საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე, ობიექტურად გამოძიების შედეგად და ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა და აგოს პასუხის იმაზე, რაც დააშავა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.