2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებები ასე გადანაწილდა:
ფინანსთა სამინისტრო: 91 მილიონი, მიმდინარე წელთან შედარებით ზრდა 8,7 მილიონია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 324,7 მილიონი, ზრდა 95,2 მილიონი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1, 965 მილიონი, ზრდა 140 მილიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 298,1 მილიონი, ზრდა 23 მილიონი
განათლების სამინისტრო: 1,485 მილიონი, ზრდა 23,7 მილიონი
ჯანდაცვის სამინისტრო: 3,863 მილიონი, ზრდა 240 მილიონი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 127 მილიონი, ზრდა 6 მილიონი
თავდაცვის სამინისტრო: 790 მილიონი, კლება 12 მილიონი
შინაგან საქმეთა სამინისტრო: 643,5 მილიონი, ზრდა 73,2 მილიონი
იუსტიციის სამინისტრო: 184,9 მილიონი, ზრდა 7,9 მილიონი