შემცირებული კადრები და გაზრდილი სახელფასო ფონდი – 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დეტალები

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

2018 წელს დასაქმებულთა რიცხვი 113 613 ადამიანს შეადგენს, მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმით კი 112 100 ადამიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 513 დასაქმებული სამსახურის გარეშე დარჩება.

ამის პარალელურად, შრომის ანაზღაურება 60,150 მლნ ლარით იზრდება. 2018 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი იყო 1,413 მლრდ ლარი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით კი ეს თანხა 1,473 მლრდ ლარია.

როგორც ჩანს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯების შემცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, თუმცა პროექტის განხილვებისას შესაძლოა, ბევრი დეტალი კიდევ დაკორექტირდეს.