ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდასაქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას ოჯახური ბიზნესი კანადის "ბიზნეს ბრწყინვალების"ჯილდოს მფლობელი გახდა (Canadian Business Excellence Award).
ქობალიებს ვანკუვერში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული საცხობი აქვთ - GluteNull Bakery, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია, რომელიც გლუტენის გარეშეა.
როგორც საცხობის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ისინი მაღალი ხარისხის, ორგანულ, არაგენმოდიფიცირებულ პროდუქციას აწარმოებენ მთელი ოჯახისთვის. GluteNull Bakery-ში შესაძლებელია ვეგანური და დიაბეტური პროდუქციის შეძენა.
აი, რას წერს ვერა ქობალია ოჯახის წარმატების შესახებ:
"იცით რა მოხდა? GluteNull Bakery კანადის ბიზნეს ბრწყინვალების ჯილდოს მფლობელი გახდა! გილოცავთ ნინა ქობალი და ოთარ ქობალია" - წერს ვერა ქობალია. გაგრძელება