სამი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი - Apple, Google და Amazon-ი კომპანია Interbrand -ის ყოველწლიური ბრენდების რეიტინგის Best Global Brands-2018-ის ჩამონათვალში კვლავ ლიდერები არიან.
რეიტინგის მიხედვით Apple-ის ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი და 214 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა Google 10%-იანი ზრდით და 155 მილიარდი დოლარის ღირებულებით, მესამეზე კი Amazon 56%-იანი ზრდით და ბრენდის 100 მილიარდიანი ღირებულებით.
რეიტინგში მეოთხე ადგილზეც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ია 93 მილიარდით, ხუთეულს ასრულებს ერთადერთი არატექნოლოგიური კომპანია, ამერიკული CoCa-Cola 66 მილიარდის ღირებულებით.
რაც შეეხება ათეულის დანარჩენ წევრებს, ის ასე გამოიყურება: 6. Samsung – 60 მილიარდი, 7. Toyota - 53 მილიარდი, 8. Mercedes-Benz - 49 მილიარდი, 9. Facebook - 45 მილიარდით და 10. McDonald’s - 43 მილიარდი.
აღსანიშნავია, რომ ბრენდების ასეულში შესული ბრენდების ნახევარზე მეტი არის წარმოდგენილი 5 სექტორიდან - ტექნოლოგიები, ავტოინდუსტრია, ფინანსური სერვისი, ძვირფასეულობა/მოდა და სწრაფად მზარდი სამომხმარებლო პროდუქტები.
კოკა კვირკველია