„მეტრა დეველოპმენტის" ინფორმაციით, თბილისის უბნური განაშენიანების პრინციპებიდან გამომდინარე, დეველოპერები კონკრეტული გენერალური გეგმით უნდა ხელმძღვანელობდნენ და სამშენებლო სამუშაოებს არსებული ტერიტორიის ლანდშაფტს მაქსიმალურად უნდა არგებდნენ.
"სამშენებლო კომპანია „მეტრა დეველოპმენტში“ სწორედ უბნური განაშენიანება ესახებათ თბილისის მომავლად. თუმცა უცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი მიდგომით მშენებლობის წარმოებისას, განაშენიანების ტერიტორიის ლანდშაფტის ყველა წვრილმანია გასათვალისწინებელი, რათა ობიექტის განსახლების შემდეგ, ადგილის ეკოლოგიური უპირატესობანი მაქსიმალურად შენარჩუნდეს.
სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ „მეტრას“ დეველოპერები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ მწვანე საფარის შენარჩუნებას, სამომავლო განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკვერების გაშენებასა და აღჭურვას.
რა თქმა უნდა, მშენებლობის წარმოებისას არ არსებობს იმის ილუზია, რომ ლოკალურ გარემოზე ზემოქმედებით ცვლილებები არ მოხდება. თუნდაც იმით, რომ საცხოვრებელი სახლი მიწის საფარს იკავებს, გარემო გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. თუმცა, „მეტრა პარკის“ შემთხვევაში ვითარება თავიდანვე განსხვავებული იყო, რადგან „მეტრა დეველოპმენტი“ ბაგებში არსებულ პროექტში შევიდა, რომელიც საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის განვითარებასთან ერთად, კომპანიის მიერ შემუშავდა დენდრო პროექტი, რომელიც თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურშია შეტანილი. კომპანიამ საკუთარი პოლიტიკის წყალობით გამოიჩინა ინიციატივა და აიღო ვალდებულება იმისა, რომ მოუაროს, გაამწვანოს და კეთილმოაწყოს ტერიტორია, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი. კომპანიის ინიციატივით, „მეტრა პარკის“ ტერიტორიაზე ხეების გამაჯანსაღებელი სამუშაოები დაფინანსდა. ამჟამად, ტერიტორიაზე მწვანე საფარს აახლებენ და ისეთ მცენარეებს რგავენ, როგორებიცაა: კოწახური, ჟასმინი, ცაცხვი, ბროწეული, მაგნოლია და სხვა.
ბუნებრივ კეთილმოწყობასთან ერთად, მიმდინარეობს ხელოვნური განაშენიანებაც, რაც ამ დროისთვის „მეტრა პარკის“ ტერიტორიაზე ერთი დასრულებული, ფუნქციური სკვერისა და ფეხბურთის მოედნის სახითაა წარმოდგენილი. ასევე, აქტიურ ფაზაშია დამატებით სკვერებისა და მოსასვენებელი ადგილების კეთილმოწყობა, რომლებიც ახლო მომავალში დასრულდება.
საინტერესოა ისიც, რომ „მეტრა დეველოპმენტმა“ დააარსა კომპანია „მეტრა სერვისი“, რომელიც ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. კომპანიის მიერ დაქირავებული მებაღე ყოველდღიურ რეჟიმში უვლის არსებულ ნარგავებს და გამწვანებულ ტერიტორიას. მსგავსი ღონისძიებების წყალობით, „მეტრა პარკის“ სახლების მშენებლობის პარალელურად, მიმდინარეობს სახლების მიმდებარე ტერიტორიების გამწვანება, არსებული ნარგავების შენარჩუნება და მოსასვენებელი ადგილების მოწყობა",-აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტში".