გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის საფუძველზე თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობის კველევებს განახორციელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები განაგრძობენ ყოველკვირეულ კვლევას თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.
მოქალაქეების მომართვის საფუძველზე სააგენტოს სპეცილისტები კონკრეტულ ლოკაციებზე განახორციელებენ კვლევებს. აღებული სინჯები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება და მიღებული შედეგები რამედენიმე დღეში ეცნობებათ.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge. ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.