საზღვარგარეთ გაცვლით სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ქართველი სტუდენტების 3,5%-ს აქვს; 50,9% არ ყოფილა, მაგრამ გეგმავს წასვლას, ხოლო 45,6% არ ყოფილა და მსგავსი გეგმები არც აქვს. ამის შესახებ „აიფიემის“ კვლევაშია აღნიშნული.როგორც კვლევაშია აღნიშნული, იმ სტუდენტებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ სწავლას არ აპირებენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზებიც დაასახელეს.
„ყველაზე ხშირად (16%) დასახელებული მიზეზი ფინანსური პრობლემებია, ასევე უცხო ენის არასაკმარისი ცოდნა (11%) და შერჩეულ საზღვარგარეთის ქვეყანაში არსებული რეგულაციები, როგორიცაა ვიზა და ა.შ. (10%).
იმ ქართველი სტუდენტებიდან, რომლებიც საზღვარგარეთ მსგავს პროგრამებში ჩართულები იყვნენ, ყველაზე მეტი გერმანულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა (18,8%). შემდეგ ადგილზე კი თურქული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაა (6,6%),“-აღნიშნულია კვლევაში.