2030 წლისთვის ჩინეთში ფიქალის გაზის მოპოვება 100 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია სახელმწიფო ენერგეტიკული მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
ჩინეთის ხელისუფლების პროგნოზით, მსგავსი მოცულობა მიღწევადია საბადოების დამუშავების ტექნოლოგიების დახვეწის გზით, რომელიც ბურღვით პროცესებს 30%-ით შეამცირებს. როგორც ოფიციალური გათვლებით ხდება ცნობილი, უკვე 2020 წლისთვის ჩინეთი ქანებიდან 30 მლრდ კუბურ მეტრის გაზის ამოღებას შეძლებს.
„უცხოური ტექნოლოგიების შესწავლის შედეგად და მათი დანერგვით მრეწველობაში, ჩვენ შევძელით განგვეტვირთა წარმოების მთელი ჯაჭვი, კონსტრუქციების შექმნიდან რესურსის მოპოვებამდე“, - აცხადებს ქვეყნის უმსხვილესი ფიქალის გაზის საბადოს ფულინის ინჟინერი გო ჩჟანფენი.
მისი თქმით, ჩინეთმა მიაღწია გარღვევას ტექნოლოგიის შემუშავებისა და მოწყობილობის შექმნის კუთხით.
ჩინეთის ხელისუფლების გეგმით, ფულინის საბადოს შესწევს რესურსი ჩინეთის 32 მლნ ოჯახი უზრუნველჰყოს გაზით და შეასრულებს მთავარ როლს ფიქალის გაზის მოპოვების ზრდაში. მისი მეშვეობით ჩინეთში ფიქალის გაზის მოპოვება ამ დროისთვის 20 მლრდ კუბურ მეტრს უდრის. პროექტს ჩინეთის ნავთო-გაზის კორპორაცია Sinopec ახორციელებს.
კოკა კვირკველია